დავით მიქელაძე (მეველე) წერდა…
„როდესაც ერთი კაცი მეორეს ატყუებს – ამას სიცრუე ჰქვიან და კანონი სჯის; მაგრამ,როდესაც ერთი ერი მეორეს ატყუებს – ამას კი პოლიტიკა ეწოდება,რომელიც დღეს მოწონებულია და დაჯილდოვებულია მსოფლიო თანაგრძნობით!
როდესაც ერთი კაცი მეორეს რასმე ძალით ართმევს ან სიცოცხლეს უსპობს თავის მოპირისპირეს – შემაძრწუნებელი ავაზაკობაა,რომლისთვისაც დამნაშავეს კანონი სასტიკად სჯის,ხოლო,როდესაც ერთი სახელმწიფო მეორეს ძალით მამულსა და მიწა-წყალს ართმევს,ქვრყანას უნადგურებს და აუარებელ ხალხს უხოცავს,ხშირად ბავშვებსა და დედაკაცებსაც კი – ამას გამარჯვება ჰქვიან და ამის მომქმედთ ქვეყანა დაფნის გვირგვინით ამკობს,საგალობელს და სიმღერას უთხზავს,თაყვანსა სცემს!
ამგვარად არეულია ახლანდელი აზრი კაცობრიობისა და როგორ გნებავთ,რომ სიმართლემ ფეხი მოიდგას და კაცი თავისუფლად ცხოვრებას ეღირსოს?!” – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. დავით მიქელაძის ფოტო აღებულია საიტიდან – websait.net