ჯეკ ლონდონი – „ეპიზოდი”
დიდი ამერიკელი მწერალი – ჯეკ ლონდონი (1876-1916 წლები),რომელიც მოხეტიალე ირლანდიელმა მამამ ჯერ კიდევ დაბადებამდე მიატოვა და არც შემდგომში უცვნია იგი თავის შვილად,უკიდურეს სიდუხჭირეში აღიზარდა. (ავტორი გენია.ჯი) თავისი ბავშვობისა და სიჭაბუკის წლებს მოგვიანებით ამერიკელი ლიტერატორი შემდეგი სახით იგონებდა: „მე დავიბადე ღარიბ ოჯახში,ხშირად მიჭირდა და ვშიმშილობდი კიდეც,არ მქონდა საკუთარი სათამაშოები. რაც თავი მახსოვს,სიღატაკე იყო ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი,მაღაზიაში ნაყიდი პერანგი პირველად რვა წლისამ ჩავიცვი.
მხოლოდ მას შეუძლია ნამდვილად დააფასოს საჭმელი,ვისაც შიმშილი განუცდია,მხოლოდ მას შეუძლია დააფასოს წყალი,ვისაც ზღვაზე ან უდაბნოში უმოგზაურია, და მხოლოდ მდიდარი ფანტაზიით დაჯილდოებულ ბავშვს შეუძლია დააფასოს ის საგნები,რომლებიც აკლდა ბავშვობაში”. – (ავტორი გენია.ჯი)