აბდულრახმან-ფაშას კაცთმოძულეობრივი დარიგება თავის მემკვიდრეს
სახელგანთქმულმა ბულგარელმა მწერალმა,მეიგავემ და პოეტმა – სტოიან მიხაილოვსკიმ (1856-1926 წლები) 1897 წელს გამოაქვეყნა საგანგებო ნაწარმოები – „წიგნი ბულგარელი ხალხის შესახებ”,რომელიც თურქი დამყრობლებისა და მათ მიერ ბულგარეთში დამკვიდრებული სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ იყო მიმართული. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ ქმნილებაში ავტორმა განუმეორებელი სატირით აამეტყველა მიხრწნილი ოსმალო ვეზირი – აბდულრახმან-ფაშა,რომელმაც სიკვდილის წინ თავის მემკვიდრეს,ძმისწულ – ჰალიბს 15 დღის განმავლობაში კაცთმოძულეობრივი,აბსოლუტური უარყოფისა და უკიდურესი სარკაზმით გაჯერებული რჩევა-დარიგებანი უძღვნა:
„რომ იბატონო,საჭიროა გახრწნა. ზნეობრივი გახრწნილების გარეშე არ შეიძლება მმართველობა,ამიტომ ფეხქვეშ გათელე ყოველგვარი წმინდა გრძნობა,მოწინააღმდეგე დათრგუნე შეუბრალებლად,ადიდე მუხანათობა,ცბიერება და ეშმაკობა; მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანი ემსახურება ხალხს,საქმის კაცი კი თავისი ხალხის მეშვეობით მხოლოდ საკუთარ თავს ემსახურება. „კეთილი ადამიანი” ახლა „სულელ ადამიანს” ნიშნავს.
სახელმწიფო სასაკლაო უნდა იყოს,უხეში ძალა,მოლესილი კბილი,ხმალი,ხუნდები,მკვლელობა,სახრჩობელა. ქურდობა და მძარცველობა ხელისუფლების საძირკველია,შრომა კი დამცირება. ადამიანში მხოლოდ ცხოველურია მნიშვნელოვანი. ის ერთგულ ნაგაზად უნდა აქციო: ეცი! – უბრძანო და უნდა ეცეს; იყეფე! – დაუყვირო და უნდა იყეფოს; დაწექი! – უბრძანო და უნდა დაწვეს ტალახში.
სახელმწიფო მმართველს ხელი შეუწყვე ქურდობასა და მტაცებლობაში და ამით უფრო დაიმორჩილებ მას. ასე ვიქცეოდი მე ოცდაათი წლის განმავლობაში”… – (ავტორი გენია.ჯი)