„პატიოსნების კანონები” – (ეპიზოდი)
XVI საუკუნის პირველ ნახევარში ესპანელების მიერ იტალიაში შეტანილი იქნა ეგრეთ წოდებული – „პატიოსნების კანონები”,რომლებიც ფართოდ იქნა გავრცელებული და დამკვიდრებული ადგილობრივ მოსახლეობაში. (ავტორი გენია.ჯი) სხვა მრავალ საშინელ და უცნაურ წესთა შორის,რომლის უფლებასაც „პატიოსნების კანონები” კრძალავდა თუ იძლეოდა,ყურადღებას იქცევს ერთი მუხლი (ასე რომ ვთქვათ). კერძოდ,იმ შემთხვევაში,თუ ქალს ღალატზე წაასწრებდნენ,ღირსებაშელახული ქმრის ცოლისძმებს (ანუ,ღალატზე წასწრებული ქალის ძმებს) სრული უფლება ეძლეოდათ თანხმობა მიეცათ შეურაცხყოფილი ქმრისთვის – საკუთარი და ან ქმარს მოეკლა,ან ქმრის მიერ დაქირავებულ ნებისმიერ ქილერს. ნიშანდობლივია,რომ ცოლის ღალატი ძმებს ისევე შეურაცხყოფდა,როგორც ქმარს. ამის დასტურად საკმარისია გავიხსენოთ საფრანგეთის მეფის – ფრანცისკ I-ისა და კარდინალ ფერნანდო მედიჩის დის ბედი,რომელიც საკუთარმა მეუღლემ – თავადმა ორსინმა ძმების თანხმობის შემდეგ გამოასალმებინა სიცოცხლეს მკვლელს. აი,ასეთი იყო ესპანელთა მიერ XVI საუკუნის პირველ ნახევარში შემოტანილი „პატიოსნების კანონები” იტალიაში. – (ავტორი გენია.ჯი)