ვახტანგ ჭელიძე წერდა…
„ცხოვრება ადამიანისა წარსულისაგან მოწყვეტილად არ არსებობს. ჩვენ დღევანდელი დღით ვცხოვრობთ და ვმოქმედებთ,ვზრუნავთ ხვალინდელ დღეზე და გამუდმებით ჩვენთან არის გუშინდელი დღე… რა მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება,რომ გუშინდელი დღის ლამაზი სევდა თან არ ახლდეს. რა ძნელი იქნებოდა სუნთქვა,ჩვენი წინაპრების აჩრდილი რომ არ გვიმსუბუქებდეს. იქნებ გაცნობიერებული არც კი გვქონდეს,რომ ჩვენს სიხარულს,განსაცდელს,ტანჯვას მუდამ მათ ვუზიარებთ,მათ ვეთათბირებით,რჩევას მათა ვკითხავთ. და ეს ამავე დროს ერთგვარი სულიერი განწმენდა და განსპეტაკებაც არის. ცხოვრების დიდ ზღვაში ყოველ ადამიანს თავისი კუნძული აქვს,თავისი თავშესაფარი. ეს კუნძული სულით ძლიერი და კეთილი ადამიანებით არის დასახლებული. რაც უფრო ხშირად გავიხსენებთ ამ ადამიანებს,მით უფრო მეტი ლაზათი ექნება ჩვენს ცხოვრებას,უფრო იმედიანი იქნება ხვალინდელი დღე”. – (ავტორი გენია.ჯი)