Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„ლამის მივეჩვიოთ ერთ უსიამოვნო ფაქტს: როცა ამქვეყნიდან წასულ გამოჩენილ შემოქმედზე ან საზოგადო მოღვაწეზე წერენ,მოყვებიან ხოლმე,როგორ უყვარდა იმ დიდ შემოქმედს ეს კაცი,როგორ აფასებდა,როგორი სულიერი მეგობარი და მისი გულის მესაიდუმლე იყო… ზოგჯერ ისეთ კურიოზამდეც მიდის საქმე,რომ აყვედრიან კიდეც იმქვეყნად წასულ კაცს – პირველად მე დაგილოცე სამოღვაწეო გზა,მე დაგაფასე,პირველი რეცენზიაც მე დაგიწერე,შენზე დიდი ამაგი მაქვს,სული ჩემით გედგაო… ან არა-და,წაიკითხავ უკვე მომრავლებულ ეგრეთ წოდებულ მოგონებებს ამა თუ იმ მოღვაწეზე. და – თუ დაიჯერეთ,რაც იქ წერია – ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნებათ,თითქოს იმ ადამიანს (ვისზეც ეს მოგონებაა დაწერილი) გაჩენის დღიდან მეტი არაფერი უკეთებია – იჯდა და ამ მოგონების ავტორს უამბობდა თავის აზრებსა და განცდებს… თანაც ისეთ აზრებსა და შეხედულებებს,რაც სრულებითაც არ ეგუება იმ შემოქმედის ადამიანურ ბუნებას და ხასიათს,მის მსოფლმხედველობასა და მსოფლშეგრძნებას”…