„დამაკვირდი”

1. „მე არ ვარ ხელი,რომელიც კამათელს აგორებს,მე მხოლოდ კამათელი ვარ”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. „ჰო,რასაკვირველია,სიბნელე ჩვეულებრივი მოვლენაა,სინათლე კი – გამონაკლისის. მაგრამ სწორედ ამ სიბნელეში განსაკუთრებულად სასიხარულოა სინათლის სხივი. მე პატარა კაცი ვარ,მაგრამ კაცი არ ვიქნებოდი,ამ სიხარულის განცდა რომ არ შემეძლოს. მე მტკიცედ მწამს,რომ სინათლე არ ჩაქრება,უფრო აინთება და ჩემი ვალია,ხელი შევიწყო ამას ჩემი პატარა წვლილით”. – ლიონ ფოიხტვანგერი

* * *

3. „ხალხის უფლება,ხალხის ნება მაღლა დგას ყოველგვარ ნებაზე და უფლებაზე”.

* * *

4. პატიოსნება ადამიანის უმაღლესი ღირსებაა. არა ფული,ნივთი და საგანი უნდა ბატონობდეს მასზე,არამედ სინდისი,რომელიც მუდამ უნდა ანათებდეს სულში,როგორც უწმინდესი და უზენაესი სანთელი”. – ვახტანგ ჭელიძე

* * *

5. „საკუთარ თავზე გამარჯვებისათვის მეტი ვაჟკაცობაა საჭირო,ვიდრე ყველაზე გაბედული სამხედრო ოპერაციისათვის”. – ლიონ ფოიხტვანგერი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. „ვინ არ იცის,რომ ახალგაზრდობა კლდიდან გადმოვარდნილი ჩანჩქერის მოგუგუნე დინებას ჰგავს,ნაპრალებიდან ნაპრალებში შეუპოარი გაქანებით მოჩუხჩუხებს,სიბერე კი – ორწოებში ჩამდგარ ტბორს,უძრავსა და დაწრეტილს,უნიათოსა და ურგებელს. ახალგაზრდობის დაუშრეტელი ენერგია მთას ეჭიდება; წინ იკაფავს გზა-კვალს,აშენებს და მაღლდება,მოხუცისა კი დამცხრალია და მოშვებული,უკან,თავისი ბავშვობის ორეულებში (შვილიშვილებში) ეძებს ნეტარებას,ქანქარებს და დაბლდება. ასე იყო ძველად,ასეა ახლა,ასე იქნება მომავალში. ეს ბუნებისა და საზოგადოების,ადამიანის სიცოცხლის განვითარების უცვლელი დიალექტური კანონია”. – გიორგი ნატროშვილი

* * *

7. „იქ,სადაც მთავრდება ერთის სიცოცხლე,ბუნებაში იწყება მეორის არსებობა და ამაშია სიცოცხლის უცნაურობა და უსასრულობა”. – ვახტანგ ჭელიძე

* * *

8. „ას კაცს ცემით სული ამოართვი,ოღონდ ერთს ჭკუა ასწავლე”. – (მეფის რუსეთის ჯარის მეთაურების ერთგვარი დევიზი)

* * *

9. „ყველგან ერთი და იგივე კანონი მეფობს, – ყველგან ბუნება სჯობს ცივილიზაციას”. – ჯეკ ლონდონი

* * *

10. „ყველაზე უფრო მტკივნეულია დუმილი”. – მარიანა შასკოლსკაია – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>