მიხეილ ჯავახიშვილი – „ეპიზოდი”
ქართული ლიტერატურის მშვენების – მიხეილ ჯავახიშვილის (1880-1937 წლები) ნაწერებში ძალიან ჭარბად და შეიძლება თამამად ითქვას,არააუცილებელი საჭიროებებისდა გამო იყო გამოყენებული პრეფიქსი – „ჰ”. (ავტორი გენია.ჯი) მწერალი,რომელიც თითქმის ყველგან,როგორც წესი,ზმნის წინ „ჰ” პრეფიქსს ხმარობდა,ასაბუთებდა,რომ ქართული სალიტერატურო ენა მუდამ საშუალო გზაზე იდგა და მიიჩნევდა,რომ იგი არ უნდა ყოფილიყო არც რკინასავით მაგარი (როგორც ხევსურული „მოჰხკალ”) და არც ბამბასავით რბილი (როგორც დასავლური „მოკალ”),არამედ საშუალო – „მოჰკალ”. მიხეილ ჯავახიშვილის ბიოგრაფები კი თავის მხრივ,ირწმუნებიან,რომ ასეთი სტილით წერა დიდი ქართველი კლასიკოსის ორთოგრაფიული პრინციპებიდან გამომდინარეობდაო. – (ავტორი გენია.ჯი)