პეტრე მელიქიშვილი – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილია,რომ პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების იდეას უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავდა. (ავტორი გენია.ჯი) ქართველი ერისათვის ეგზომ მნიშვნელოვანი საგანმანათლებო ცენტრის შექმნის იდეას,როგორც მოსალოდნელი იყო,განსაკუთრებული ძალისხმევით წინ აღუდგა საქართველოში მაცხოვრებელი რუსული საზოგადოება და ყოფილი ჩინოვნიკები. დროებითი მთავრობა კი ამ იდეას ალმაცერად უყურებდა. ისინი ამბობდნენ – „რატომ ქართული უნივერსიტეტი და არა საერთო ამიერკავკასიის უნივერსიტეტი,რომელშიაც ყველა ერის ახალგაზრდას შეეძლება უმაღლესი განათლების მიღება რუსულ ენაზე. ქართველებს ხომ არც პროფესორები ჰყავთ,არც მეცნიერული ტერმინოლოგია აქვსთ და არც სამეცნიერო წიგნები მოეპოვებათო”. მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა,დიდგულოვანი და მიზანსწრაფული ქართველი მამულიშვილების უდიდესი შრომის გაწევის შედეგად, 1918 წლის 26 იანვარს,თბილისში,გახსნილი იქნა პირველი ქართული უნივერსიტეტი,რომლის პირველ რექტორადაც არჩეული იქნა დიდი ქართველი ქიმიკოსი და სწავლული – პეტრე მელიქიშვილი (1850-1927 წლები). უნივერსიტეტის სახელისა და ინტერესების მედგარ დამცველს ღირსეულად ეჭირა თავი როგორც შინაურების,ასევე უცხოელების წინაშეც. მან ზედმიწევნით იცოდა ვისთვის რა პასუხი გაეცა.
ახლადგახსნილი უნივერსიტეტისრექტორი ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიიწვია აშშ-ის საელჩოში. მას შემდეგ,რაც დიპლომატმა მელიქიშვილისაგან დაწვრილებითი ინფორმაცია მოისმინა უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების შესახებ,პეტრეს-და გასაოცრად,მან შენიშნა: „არ ემჯობინებოდა რუსული უნივერსიტეტი გაგეხსნათ ქართულის ნაცვლად,თქვენ ალბათ ქართული ძალების ნაკლებობას განიცდით,მეცნიერება ხომ ინტერნაციონალური,სულ ერთია რომელ ენაზედაც შეითვისებთ მეცნიერებას”.
დიპლომატის შენიშვნის საპასუხოდ კი,გონებამახვილ მელიქიშვილსაც ერთმნიშვნელოვნად შეუნიშნავს – „დიახ,მეცნიერება ინტერნაციონალურია და ამიტომაც ყველა ხალხს თავის ენაზე უნდა ჰქონდეს იგი შეთვისებულიო”. – (ავტორი გე4ნია.ჯი)