ლუი დოლო – „ეპიზოდი”

ერთხელ,გენიალური ბელგიელი პალეონთოლოგი და მეცნიერი – ლუი ანტუან მარი ჟოზეფ დოლო (1857-1931 წლები) ბელგიის მეფემ – ლეოპოლდ II-მ ბრიუსელში,სამეფო სასახლეში მიიწვია. (ავტორი გენია.ჯი) მეფეს სურდა,რომ სახელმოხვეჭილი პალეონთოლოგის მიმართ სათანადო ყურადღება გამოეჩინა. წვეულებისას განმარტოებულმა მონარქმა დოლოს ჰკითხა,თუ როდის ბინადრობდნენ დედამიწაზე იგუანოდონტები.

- 125 მილიონი წლის წინათ,თქვენო უდიდებულესობავ. – უპასუხა მეცნიერმა.

აღნიშნული მოვლენიდან სულ რაღაც ექვსიოდე თვის გასვლის შემდგომ,ლუი კვლავაც მიიწვიეს მეფის სასახლეში. სასახლეში გამართული დარბაზობისას ლეოპოლდმა პალეონთოლოგს ისევ ის შეკითხვა დაუსვა,რაც პირველი შეხვედრის დროს:

- გვითხარით,ბატონო დოლო,რამდენი დროა გასული მას შემდეგ,რაც ჩვენს პლანეტაზე იგუანოდოტები ბინადრობდნენ?

ბელგიელმა მეცნიერმა კი მეფეს შემითხვაზე ერთობ მახვილგონივრული პასუხი გასცა:

- 125 მილიონი წელიწადი და ექვსი თვე,თქვენო უდიდებულესობავ! – (ავტორი გენია.ჯი)

-

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>