ჯორჯ ბერნარდ შოუ – „ეპიზოდი”
„მის თვალებს არაფერი გამოჰპარვიათ,არაფერი,რასაც ადამიანური დარქმევია სიკეთიდან ბოროტებამდე, სიდიადიდან სიმდაბლემდე, სიმამაციდან სილაჩრემდე, თანხმობიდან უთანხმოებამდე, წინააღმდეგობიდან წინააღმდეგობამდე, არაფერი გამოჰპარვიათ,ყველაფერი დაუნახავს და სიცილად გადაუდვნია, ავი და კარგი გაურჩევია და ისე შეუგდია სიცილის ქურაზე”. - ასე წერდა გენიალური ირლანდიელი მწერლისა და დრამატურგის - ჯორჯ ბერნარდ შოუს (1856-1950 წლები) შესახებ ლიტერატორის ბიოგრაფი შტრობილი. (ავტორი გენია.ჯი) იმ ბერნარდ შოუს შესახებ,რომელიც იუმორის გასაოცარი გრძნობით იყო დაჯილდოვებული. იუმორისა და სიცილის განუმეორებელი უნარი მწერალს არც სასიკვდილო სარეცელზე მყოფს დაუკარგავს. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, 93 წლის ასაკში მყოფი შოუ იცინოდა და ამბობდა – „კარგად ვათვითცნობიერებ,რომ მე ძალიან მალე შევხვდები ღმერთს,რომელთანაც ძალიან ბევრი მაქვს სადაო და სადავიდარაბოო”. – (ავტორი გენია.ჯი)