„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ბოროტი კაცი დანიაშიც ბოროტი არის”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„იდეალებისათვის თავშეწირული კაცის ცხოვრება წიგნებშია ლამაზი საკითხავი,თორემ ჩვეულებრივი,ყოველდღიური კრიტერიუმებით თუ შევხედავთ საქმის ვითარებას,ერთი გაბმული ტანჯვაა მხოლოდ”.
* * *
„თავის საქმეა ყოფაქცევა და მერმეთ კარგი სწავლა. კარგი სწავლა,თვარა გაჭირვებული სწავლა რა არის!”
* * *
„ჩახედეთ თქვენს სულს და შეგზარავთ სიცარიელე”…
* * *
„სულის სიღრმეებისკენ მიმავალი გზა მარტოობის უდაბნოზე გადის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დღე და ღამეში 24 საათია,მაგრამ ესეც არ გვყოფნის,ვერ ვასწრებთ,რაც მოსასწრებია”.
* * *
„ჩვენ ყველას – ჭკვიანებსაც და სულელებსაც – ცხოვრებასთან ბრძოლა გვიხდება”.
* * *
„რას იზამ,ასეთია ცხოვრება! ერთნი თავს არხეინად გრძნობენ უწმინდური ცხოვრების ჭაობში,მეორენი კი როგოღაც გაორებულნი არიან და ცდილობენ ერთგვარი ფსიქოლოგიური დისტანცია მაინც დაიცვან”.
* * *
„ნურაფერზე იტყვით უარს,რაც თქვენი დიდების მისაღწევადაა საჭირო”.
* * *
„პატივმოყვარეობის დაუოკებელი ჭია. – აი,კაცობრიობის ყველაზე დაუნდობელი მტერი!” – (ავტორი გენია.ჯი)