იცით თუ არა,რომ

1. ძველ რომში ქალღმერთ ვესტას ტაძარში მუდმივად ინახავდნენ „მარადიულ ცეცხლს”. მისი თვალყურის დევნება და შენახვა დავალებული ჰქონდათ საუკეთესო დიდგვაროვანი ოჯახებიდან გამოსულ ქალიშვილებს. იმ შემთხვევაში,თუ ვესტას ტაძარში ცეცხლი ჩაქრებოდა,ის ნორჩი ქალიშვილი,რომლის უყურადღებობის შედეგადაც ჩაქრა „მარადიული ცეცხლი”, – სიკვდილით ისჯებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. დინოზავრებს მეზოზოური ერის თითქმის მთელ მანძილზე, 160 მილიონი წლის განმავლობაში ეპყრათ ხმელეთი.

* * *

3. გენიალური ფრანგი მწერალი – ანატოლ ფრანსი სრულ კანონზომიერებად მიიჩნევდა იმ გარემოებას,რომ – უბედურება გენიოსთა ხვედრია.

* * *

4. სპარტელთა არმიაში დაწესებული იყო სპეციალური თანამდებობა – „ცეცხლთმტარებლისა”,რომელიც ვალდებული იყო გულმოდგინედ შეენახა ცეცხლი მთელი ლაშქრობის განმავლობაში და ვისაც კი ცეცხლი დასჭირდებოდა,მისთვის მიერთმია იგი.

* * *

5. მაიმუნების ერთ-ერთი სახეობის – მირიკების წარმომადგენლები 50-მდე ბგერას ხმარობენ ერთმანეთთან საკონტაქტოდ. პროფესორ – უოკერის მტკიცებით,მირიკების მიერ გამოყენებული „ეხე” აღნიშნავს – მომეცის, „უკ” – მომეშვის, „ეხ-ეხ” – მოგყვების და ასე შემდეგ. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. გენიალური ფრანგი ფერმწერის – პოლ გოგენის ბევრი შთამომავალი გაჰყვა ხელოვნებას: ვაჟი – ჟან-რენე მოქანდაკე გახლდათ, პოლი და მისი ვაჟი – პოლ-რენე გოგენი გრავიორები და ლითოგრაფები იყვნენ. გარდა ამისა,მხატვრის ნიჭი აღმოაჩნდა პოლ გოგენისა და ჟულიეტა იუეს ქალიშვილს – ჟერმენასაც (შარდონი).

* * *

7. მრავალ ტომსა და ხალხში – ცეცხლი იმთავითვე მიიჩნეოდა კეთილისმყოფელ,ძლევამოსილ,განმწმენდავი ძალის მქონე სტიქიად,რომელიც ადამიანებს ბოროტი სულებისაგან იცავდა. ამიტომაც იქცა ცეცხლი რელიგიურ წარმოდგენათა განვითარებასთან ერთად სხვადასხვა ხალხებში ერთგავრ ღვთაებად. მაგალითად,ცეცხლის ღმერთები გვხვდებოდნენ ძველ ინდუსებში – აგნი, ეგვიპტელებში – პოპა, ელინელებში – ჰეფესტი, რომაელებში – ვულკანი, სკანდინავიის ხალხებში – ლოკი, მექსიკელ ინდიელებში – კენოტეკუტლი და ასე შემდეგ.

* * *

8. ერთ-ერთი პირველი ქართული ისტორიული რომანის სახელწოდება გახლავთ – „უბედური რუსი”. მისი ავტორი კი გახლდათ დიდი ქართველი მწერალი – შალვა დადიანი.

* * *

9. XIX საუკუნის მიწურულს ქართველებს სულ სამი პროფესორი გვყავდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. ესენი გახლდნენ – პეტრე მელიქიშვილი და ვასილ პეტრიაშვილი (ორივე მათგანი ქიმიკოსებს წარმოადგენდნენ) და ფიზიოლოგი – თარხნიშვილი.

* * *

10. „სამშობლოს სიყვარული ვარშავაში სიგიჟემდის მიმივიდაო”, – აღიარებდა სახელგანთქმული ქართველი მწერალი – შიო არაგვისპირელი. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>