ვაჟა-ფშაველას შესახებ…

„მთის არწივად” წოდებულმა გენიალურმა ქართველმა მწერალმა და პოეტმა - ვაჟა რაზიკაშვილმა (1861-1915 წლები),იგივე – ვაჟა-ფშაველამ,ლიტერატურულ ასპარეზზე ფეხი 24-25 წლის ასაკში შედგა. (ავტორი გენია.ჯი) 24-25 წლის ასაკამდე იგი მაინცდამაინც არაფრით გამოირჩეოდა სხვა ერუდირებული ფშაველებისაგან. თუმცა,როგორც კი მასში გენიოსობის ალმა იფეთქა,დასაბამი მიეცა ძნელსაცნაურ ტრაგიზმს,ბოლოს რომ ამგვარ შეძახილად გადმოიღვარა: „რამ შემქნმა ადამიანად,რატომ არ მოველ წვიმადა!”

ყანაში მუშაობის ჟამს,როგორც კი შემოქმედებითი ჟინი დარევდა ხელს,ლიტერატორი შრომას თავს უმალვე ანებებდა და რამდენიმე კილომეტრს გარბოდა სახლამდე,რათა თავისი უკვდავი ნაფიქრი ფურცელზე გადაეტანა,არ დავიწყებოდა. ამბობენ,ისიც მომხდარა,ზამთრის სუსხიან ამინდში ცოლ-შვილი „მთის არწივს” გარეთ გაუსხამს – აქაოდა,წერაში ხელი მეშლებაო. ამბობენ იმასაც,რომ ქართული ლიტერატურის კლასიკოსმა მისი გენიალური ნაწარმოებების უმეტესობა ფიჩხის ცეცხლის სინათლეზე დაწერაო. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>