მიხეილ ლერმონტოვი – „ეპიზოდი”

„გაფიცებთ ყველაფერს,გაუფრთხილდით თქვენს ახალგაზრდობას”. – ასეთი სიტყვით მიმართა დიდმა რუსმა მწერალმა – ნიკოლოზ გოგოლმა პირველივე გაცნობის ჟამს ჯერ კიდევ ყმაწვილ პოეტს – მიხეილ ლერმონტოვს (1814-1841 წლები). (ავტორი გენია.ჯი) ვერ გაუფრთხილდა,სულით მეამბოხე პოეტი დუელში იქნა მოკლული მარტინოვის მიერ. საბედისწერო დუელის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე კი ქუჩაში მიმავალ ლერმონტოვს ვიღაც მთვრალმა მამაკაცმა გზა გადაუღობა და წინასწარმეტყველურად უთხრა: „ – დიდხანს ვერ ისეირნებ ამ ქვეყანაზეო”. და მართლაც,არ დასცალდა მიხეილს ამ ქვეყნად დიდხანს სეირნობა. სიკვდილის სარეცელზე მყოფი პოეტის უკანასკნელი სიტყვები ლერმონტოვზე შეყვარებულმა ქალმა – მარია შჩერბატოვამ მოისმინა: „ – ნუ სტირით! მე ვიხილე სიკვდილი. ეს იმას ნიშნავს,რომ სამუდამოდ ვიცოცხლებ. ისინი წანაგებს ვერასოდეს დაიბრუნებენ”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>