მუხრან მაჭავარიანი – „გზა თავისი; ხმა თავისი”

გზა თავისი,ხმა თავისი,

საკუთარი მიზანი –

ყველამ იცის? არა მგონი! -

მსგავსიც არავითარი.

ვინც იცის და ვინც არ იცის -

ყველა ვიცი – ვინც არი.

ნაცნობები ვეღარ მცნობენ,

რაც ცხოვრება ვიცანი.

კომენტარის დატოვება