არქილოქეს შესახებ…
ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ლეგენდის თანახმად, „იამბიკური” პოეზიის მამათვრად წოდებულმა დიდმა ძველ ბერძენმა პოეტმა – არქილოქემ (ძვ.წ.აღ-ით 680-640 წლები) პოეზიის სამყაროში ფეხის შედგმა და პოეტობა იმ მიზნით გადაწყვიტა,რომ თავისი შემოქმედების გამოყენებით ერთგვარად ეძია შური ვინმე ლიკამბეზე. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია,რომ ლიკამბეს ქალიშვილზე შეყვარებულ არქილოქეს,სატრფოს მამამ თავდაპირველად შეჰპირდა,ქალიშვილს მოგათხოვებო,მაგრამ მოგვიანებით თავისი სიტყვა გატეხა და დანაპირები არ შეასრულა. ძველ ბერძენი პოეტის ბიოგრაფები გვამცნობენ,რომ სწორედ ამის გამოა ლირიკოსის მთელი შემოქმედება გაჯერებული ფრიად გესლიანი „იამბებითო”. სატრფოს მამა პოეტმა განსაკუთრებული ცინიზმისა და დაცინვის ობიექტად აქცია თავის პოეზიაში. არქილოქეს მიერ დაწერილმა შურისმგებელმა „იამბებმა” ლიკამბე მორალურად და სულიერად გაანადგურა. მრავალგზის შეურაცხყოფილმა ლიკამბემ ღირსების შელახვა იმდენად განიცადა,რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ასე იძია შური თავისი პოეზიის გამოყენებით არქილოქემ ყოფილ სასიმამროზე. – (ავტორი გენია.ჯი)