„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„დაპირება საჩუქარზე იაფი ჯდება, წონა კი მეტი აქვს. ადამიანს ხომ იმედზე დიდს ვერაფერს მისცემ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყოველი ერის ცხოვრება სიღატაკის, დანაშაულისა და შეშლილობის მონაცვლეობა გახლავთ”.
* * *
„სამართლიან საქმეს გამარჯვებისათვის იმდენივე ან უფრო მეტი ძალა სჭირდება,ვიდრე უსამართლოს”.
* * *
„ომი ბარბაროსობაა,რომელსაც ცივილიზაციის პროგრესი გაანადგურებს”.
* * *
„მიცვალებულებს მხოლოდ ის არსებობა აქვთ,რასაც ცოცხლები მიაწერენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დიადი საქმე მრავალი პატარასგანაა შემდგარი; ყველაზე დიდებული მთელიც კი ათასი წვრილმანი დეტალისაგან შედგება”.
* * *
„უმადურებთან სულგრძელობის გამოჩენა არ ღირს”.
* * *
„აუცილებლობა,რომელიც წარმართავს და ერთიმეორეს აბამს სულიერ არსებათა საქციელს,ხშირად გაუთვალისწინებელ შედეგს იძლევა,ზოგჯერ – აბსურდულსაც”.
* * *
„ფილოსოფოსი სენეკა ამტკიცებდა – მეხს დაცემისას მცირეთათვის მოაქვს ზიანი,თავზარს კი ყველას სცემსო”.
* * *
„უნდა შევიყვაროთ ის,რასაც ვუყვარვართ. ტანჯვას ვუყვარვართ და კიდევაც შეგვთვისებია… უნდა შევიყვაროთ იგი,თუ გვსურს ავიტანოთ სიცოცხლე; ქრისტიანობის ძალა და სიკეთეც სწორედ ამაშია,რომ შეიგნო ეს”… – (ავტორი გენია.ჯი)