იცით თუ არა,რომ
1. „ბედნიერების სახლებად” წოდებულ – ჰარამხანებს (ჰარემებს),რომლებიც აღმოსავლური ქვეყნებისათვის იყო დამახასიათებელი,აღმოსავლეთის ქვეყნების მბრძანებლები განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ. იმ შემთხვევაში,თუ ქვეყანას საფრთხე დაემუქრებოდა და ლაშქრად ჯარს თავად სულთანი გაუძღვებოდა,მბრძანებლის ჰარამხანა წინასწარ გადაჰყავდათ უსაფრთხო ადგილას. მის უსაფრთხოებაზე კი პასუხისმგებლობა ჰარამხანის მცველებს – სახელგანთქმულ ხანებსა და ემირებს ეკისრებოდათ. ისტორიკოსები გვაუწყებდნენ,რომ ჰარამხანის გადაყვანის პროცესი სახელმწიფოებრივ დონეზე იყო აყვანილიო. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ქართული პოეზიის თვალმარგალიტს – გალაკტიონ ტაბიძეს სასწავლებლის პერიოდიდან ერთი ისეთი მისთვის დამახასიათებელი ჩვევა შეუმუშავდა,რომლისთვისაც არასოდეს უღალატნია: ის დღე დღედ არ მიაჩნდა,როცა რაიმეს არ წაიკითხავდა ან არ დაწერდა.
* * *
3. ჩრდილო-ამერიკელი ინდიელების ქოხს,რომელსაც მორკალული ტოტებისაგან აგებენ და ხის ქერქით ან ფოთლიანი ტოტებით ხურავენ – ვიგვამს უწოდებენ.
* * *
4. პირველი ადამიანი,რომელმაც ჩაის ბუჩქების მოშენება შემოიღო გურიაში,სახელგანთქმული ენათმეცნიერისა და სწავლულის – ნიკო მარის მამა – იაკობ მარი იყო.
* * *
5. ჰელვეცია – შვეიცარიის ლათინური სახელწოდებაა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. გენიალურ ფრანგ განმანათლებელსა და მწერალს – ჟან-ჟაკ რუსოს,მის მიერ დაწერილ „აღსარებაში” მოთხრობილი აქვს,თუ როგორ იყო იძულებული,ლაქიად ემსახურა დიდგვაროვნებთან.
* * *
7. ნაპოლეონ ბონაპარტისა და მისი თავქარიანი მეუღლის – ჟოზეფინას ყველაზე საყვარელ სამეფო რეზიდენციას პარიზიდან ათი კილომეტრის მანძილზე დაშორებული – „მალმეზონის სასახლე” წარმოადგენდა.
* * *
8. ქორწინების წინა საღამოს,ძველ რომში მოქმედი ჩვეულების მოთხოვნის თანახმად,საპატარძლო ქალწულობის დროინდელ ტანისამოსსა და სათამაშოებს სახლის ღმერთებს სწირავდა.
* * *
9. სათაფლიის ტერიტორიაზე 135 მილიონი წლის წინათ ბინადრობდნენ როგორც ბალახის მჭამელი ორნითოპოდები,ისე მტაცებელი თეროპოდები.
* * *
10. გემის გვერდზე განთავსებულ გემბანიდან წყლის გადასაღვრელ სპეციალურად დატანებულ ნახვრეტს – შპიგატი ეწოდება. – (ავტორი გენია.ჯი)