რომის პაპის – სიქსტუს V-ეს შესახებ…
რომის იტალიური წარმომავლობის მქონე პაპის - სიქსტუს V-ეს (1521-1590 წლები) ბიოგრაფის გადმოცემის თანახმად,იერარქიულად რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთპყრობელად აღმაღლებამდე,ერისკაცობაში – ფელიჩე პერეტი დი მონტალტო წელში მოხრილი დადიოდა და ისეთი მიხრწნილი სახე ჰქონდა,რომ ყველას ეგონა,სიკვდილის პირას არის მისულიო. (ავტორი გენია.ჯი) მაგრამ,როგორც კი კარდინალებმა,იმ იმედით,სულ ერთია,იგი მაინც ჩქარა მოკვდებაო,რომის პაპად აირჩიეს. იმავე ბიოგრაფის ცნობით,მას შემდეგ,რაც ფელიჩე სიქსტუს V-ეს სახელწოდებით რომის პაპად იქნა არჩეული,ახალმა პონტიფიკოსმა ყველასდა გასაოცრად – ხელიდან ყავარჯნები გადააგდო, წელში გაიმართა და ისეთი ძლიერით ხმით შესძახა სამადლობელი ჰიმნი,რომ დარბაზის ფანჯრებს ზანზარი დააწყებინაო. – (ავტორი გენია.ჯი)