მუხრან მაჭავარიანი – „ – გამარჯობა,როგორა ხარ?”

- გამარჯობა,როგორა ხარ?

- როგორც დაგიბარებია…

- სოფელში რა ამბავია?

- მშვენიერი დარებია.

- სხვას რას მეტყვი?

- სხვა რა გითხრა…

ვახტანგი ღმერთს ჰყვარებია!

- ვინ ვახტანგი?

- აღარ გახსოვს, -

შენთან დაუმთავრებია…

- მერე?

- ბიჭი შეეძინა -

საცრისტოლა თვალები აქვს…

- ბიჭი?!

მართლა?!

აი,მესმის!..

აბა.მე არ მგვანებია…

- რავა,შენ რა?

- რაღა,რავა, -

სამი შვილის მამა ვარ და…

სამივენი ქალებია…

კომენტარის დატოვება