„რა არის ნათლობა?”
„რა არის ნათლობა? ნათლობა სულიერი გარდაქმნის პროცესია,რომელიც ხელახლა შობს ადამიანს წყლისა და სულისაგან,რადგან წყალში იგი ცოდვებით დამძიმებული შედის,იქიდან კი ახლად მოქცეული,უმანკოებით ცხებული ახალი არსება გამოდის. ნათლობა უკვდავების თესლია. ნათლობა აღდგომის პირობაა. ნათლობა ქრისტესთან დამარხვაა სიკვდილის დროს და მასთან ზიარებაა სამარხიდან გამოსვლისას. ნათლობა პირველყოფილ ცოდვას წარხოცავს. ნათლობა მადლისა და სათნოების იმ ნიჭს წარმოშობს,რითაც ქრისტიანები ისევე ერწყმიან იესო ქრისტეს,როგორც სხეული – თავს”. – (ავტორი გენია.ჯი)