Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„არ არსებობს სიწმინდე,რომლის ლაფში ამოსვრა ვერ მოახერხოს ცინიზმმა თუ გულამოჭმულმა სკეპტიციზმმა, არ არსებობს ჭეშმარიტება,ქირქილითა და ქილიკით რომ ვერ გაამასხარაონ ურწმუნო ადამიანებმა. ცხადია,მათი წარმატება ერთობ მოჩვენებითი,ხანმოკლე რამ არის – ვრცელ დისტანციაზე სიწმინდე მუდამ სჯობნის ღვარძლს, ჭეშმარიტება – სიცრუეს, სიკეთე – ბოროტებას,მაგრამ მოკლე-მოკლე დისტანციებზე სიავის მოჩვენებითი გამარჯვებები უბირ ხალხს ეფექტურად ეჩვენება ხოლმე. მრავალს არ ჰყოფნის მოთმინება და ნებელობა საიმისოდ,რათა სიწმინდის,სიკეთის,ჭეშმარიტების მყარსა და მოუშლელ შედეგებს დაელოდოს. ნურაფერს ვიტყვით იმგვარი ვაჟკაცობისთვის,როცა კაცმა იცის – ამ შედეგებს სიცოცხლეში ვერც მოვესწრებიო, და მაინც არ ღალატობს სიკეთის გზას”.