ჯოვანი ბოკაჩო ფლორენციაში გავრცელებული ეპიდემიის შესახებ წერდა…
XIV საუკუნეში ფლორენციას თავს დაატყდა „შავ სიკვდილად” წოდებული საშინელი ეპიდემია – „შავი ჭირი”,რასაც თან უამრავი მსხვერპლი მოჰყვა. (ავტორი გენია.ჯი) მშობლიურ ქალაქში გავრცელებული ეპიდემიისა და მისგან გამოწვეული ფატალური შედეგების შესახებ „დეკამერონის” გენიალური ავტორი,დიდი იტალიელი მწერალი და პოეტი – ჯოვანი ბოკაჩო შემდეგ ცნობებს გვაწვდიდა: „უბედურებამ კაცთა და ქალთა გულში ისეთი შემაძრწუნებელი შიში დაამკვიდრა,რომ ძმა სტოვებდა ძმას,ხოლო ხშირად ცოლი – ქმარს. დედები და მამები თავს არიდებდენ ავადმყოფი შვილების მოვლა-პატრონობას. დაბალი ფენის და, შესაძლებელია,საშუალო ფენის უმეტესი ნაწილი,ყოველდღიურად ათასობით ვარდებოდა ლოგინად,მოვლისა და ყოველგვარი დახმარების გარეშე თითქმის უკლებლივ იხოცებოდა. საქმე იქამდე მივიდა,რომ გარდაცვლილ ადამიანებზე იმდენსავე ფიქრობდნენ,როგორც ახლა – მკვდარ თხაზე”. – (ავტორი გენია.ჯი)