იცით თუ არა,რომ
1. ქართველ სიმბოლისტ პოეტთა და პროზაიკოსთა შემოქმედებითი გაერთიანების – „ცისფერყანწელების” ლოზუნგი გახლდათ – „მიწასთან დაბრუნება”. გარდა ამისა,მათ გამოაქვეყნეს მანიფესტი,სადაც ეწერა: „ადიდეთ,ხალხო,ჩვენი ლოთი ძმები – ბოდლერი და ვერლენი,მალარმე და არტურ რემბო!” (ცნობისათვის,აღნიშნულმა მანიფესტმა საზოგადოების დიდ ნაწილში საშინელი გაღიზიანება გამოიწვია). – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. თავდაპირველად სპირტს მხოლოდ და მხოლოდ ღვინის გამოხდით იღებდნენ. ამიტომაც უწოდებდნენ მას ლათინურად – „სპირიტუს ვინის”,ანუ – „ღვინის სულს”. ცნობისათვის,ალქიმიკოსები სპირტს ჯადოსნურ სითხედ მიიჩნევდნენ და მიაჩნდათ,რომ სპირტი არა მარტო კურნავდა ყველა ავადმყოფობას,არამედ მოხუცებს ახალგაზრდობას უბრუნებდა და სიცოცხლეს ახანგრძლივებდა.
* * *
3. ცელულოზის ბაცილები გახლავთ ის ბაქტერიები,რომლებიც ვითარდებიან არქივებსა და ბიბლიოთეკებში და აზიანებენ წიგნებსა თუ ხელნაწერებს. მათი გამოისობით წიგნის ფურცლებზე ჩნდება სხვადასხვა ფერის ლაქა,ნაფიფქი,ხუნდება და მტვრევად მასად იქცევა ფურცლები.
* * *
4. რკინის ერთ-ერთ შენადნობს – თუჯს,რომლის დადებითი თვისებების შესახებაც მეტალურგებმა დიდი ხნის განმავლობაში არაფერი იცოდნენ, – „ველურ ქვას” უწოდებდნენ.
* * *
5. ალუმინს – „ფრთოსან ლითონად” მოიხსენიებენ,რადგან სწორედ აღნიშნული ლითონი და მისი შენადნობები დაეხმარა ადამიანს ჰაერის სტიქიის დამორჩილებაში,საჰაერო სივრცეების დაპყრობაში. თანამედროვე თვითმფრინავები ხომ უმეტესწილად ალუმინისაგან და მისი შენადნობებისაგან აიგება. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. სოდის მწარმოებელი პირველი ქარხანა პარიზის მახლობლად მდებარე სენ-დენიში გაიხსნა 1792 წელს.
* * *
7. აზოტმჟავა თავდაპირველად ალქიმიკოსებმა აღმოაჩინეს.
* * *
8. ევროპაში ზარბაზანი პირველად 1376 წელს გამოჩნდა.
* * *
9. მეორე სოციალისტური სახელმწიფო დედამიწაზე საბჭოთა კავშირის შემდეგ მონღოლეთი გახლდათ. 1924 წელს მონღოლეთი სახალხო რესპუბლიკად იწოდა.
* * *
10. სიტყვა – ადმირალი წარმოიშვა არაბული სიტყვებისგან – amir al bahr, რაც – „ზღვის მეუფეს” აღნიშნავს. – (ავტორი გენია.ჯი)