ქართული მეტალურგიის ისტორიიდან…
ქართველ ხალხს რომ დიდი ტრადიციები აქვს რკინისა და ფოლადის მეტალურგიის წარმოებაში,სიახლე არავისთვისაა. (ავტორი გენია.ჯი) ის კი არა და, ისტორიკოსები ირწმუნებიან,რომ მსოფლიოში მეტალურგიის ერთ-ერთი უძველესი კერა კავკასიაში,კერძოდ კი,ქართულ მიწაზე არსებობდა. ჯერ კიდევ ძველი აღთქმის პირველ თავში – „დაბადებაში” და აგრეთვე ძველ მწერალთა ნაშრომებში გვხვდება ცნობები იმ მეტალურგი ტომების შესახებ,რომლებიც ქართველთა წინაპრებადაა მიჩნეული. ძველი აღმოსავლეთის სახელგანთქმული მკვლევარები – ფრანკუს ლერონმანი და ე. ტეილორი ვარაუდობდნენ,რომ ბრინჯაო პირველად საქართველოში იქნა მიღებული. მეცნიერთა გარკვეული ნაწილი კი მიიჩნევს,რომ კავკასიაში წარმოებულმა ბრინჯაოს მეტალურგიამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ევროპის ბრინჯაოს კულტურის ჩამოყალიბების საქმეში. XIX საუკუნეში მოღვაწე ცნობილი რუსი მეტალურგი – პავლე ანოსოვი საქართველოს მაღალხარისხოვანი ფოლადის წარმოების ერთ-ერთ კლასიკურ ქვეყნად განიხილავდა. ქართული ფოლადს თავის დროზე ხოტბა შეასხა – ალექსანდრე პუშკინმაც. – (ავტორი გენია.ჯი)