ანატოლ ფრანსი – „გადასახადი მათი დანახარჯის მიხედვით დააწესეთ”
„საზოგადოებრივი ინტერესი ბრძანებს და მოითხოვს კიდეც დავინდოთ ის,ვინც ბევრს ფლობს,თორემ მდიდარნი ნაკლებ მდიდარნი,ღარიბნი კი მთლად ღატაკნი გახდებიან. ღარიბებს მდიდართა ქონება აცხოვრებს,ამიტომ სიმდიდრე წმიდათაწმიდა მოვლენაა… ნუ შეეხებით მას. ეს უსარგებლო სისასტიკე იქნება. მდიდრების დარბევით დიდ შემოსავალს ვერ შეიძენთ,რადგან ცოტანი არიან ისინი. ამით თქვენს თავსაც გაძარცვავთ და ქვეყანასაც გაღატაკების გზაზე დააყენებთ; ხოლო თუ ყოველი მაცხოვრებლისაგან მცირე დახმარებას მოითხოვთ და მათ შესაძლებლობებს ყურადღებას არ მიაქცევთ,საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკმაო თანხას მოაგროვებთ და არც მოქალაქეთა ქონებრივი მდგომარეობის გამოკვლევა დაგჭირდებათ,რასაც აღმაშფოთებელ ძალადობად ჩაგითვლიან. თუ ერთნაირად და მსუბუქად დაბეგრავთ ყველას,ამით ღარიბებს გაუფრთხილდებით,რადგან მდიდართა ქონებას დაუტოვებთ მათ. ან კი როგორ შეიძლება გადასახადი ქონებას გავუწონასწოროთ? მაგალითად,გუშინ მე ორასი ხარი მყავდა,დღეს სამოცი მყავს,ხვალ ასი მეყოლება. ერთს სამი ძროხა ჰყავს,მაგრამ გამხდრები არიან; მეორეს მხოლოდ ორი ჰყავს,მაგრამ მსუქნები. რომელი უფრო მდიდარია მათ შორის? სიმდიდრეს მაცდუნებელი ნიშნები აქვს. უდავო მხოლოდ ერთია – ყველა ჭამს და ყველა სვამს. გადასახადი მათი დანახარჯის მიხედვით დააწესეთ,ეს უფრო ბრძნული და სამართლიანი იქნება”. – (ავტორი გენია.ჯი)