ამონარიდი გალაკტიონ ტაბიძის დღიურიდან…

„ჩემი მატერიალური მდგომარეობა ასეთია: ერთი კაპიკიც ჯიბეზე არა მაქვს… პაპიროსის ფულიც კი არა მაქვს, ფეხსაცმელები დაგლეჯილია, პალტო არაა, პირი ვერ გავიპარსე. მეზარება ქუჩაში გავლა,ხალხში გამოჩენა… რამდენი ტკივილებია ხელმოკლეობისაგან,რამდენი შეურაცხყოფა. ტრამვაის ფული რომ კაცს არ გექნება… მეგობრები,ნაცნობები… ისინი მხოლოდ მაშინ ჩნდებიან,როდესაც გაიგებენ,რომ ჯიბეში ორიოდე გროში გაქვს. ღმერთმა ნუ ჰქნას ეხლა ავად გახდომა! რაღაც ვერა ვგრძნობ კარგად თავს. ვსუსტდები. ო, რა საშინელებაა ამნაირი ცხოვრება… გამოუსვლელი მდგომარეობა რკინის სალტეებს გიჭერს,სულს გიხუთავს,მუნჯად და კუტად გხდის,განაპირა ქუჩებით გატარებს… ჯინზე სამი დღეა პაპიროსის მოწევა მივატოვე. ღვინოსაც ვუტიე… საზიზღარია ყველა,ვისაც უმუშევრობა არ გამოუცდია. საზოგადოთ,საზიზღარია ცხოვრება”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>