კომოდუსის მმართველობის ჟამს…
რომის ლეგენდად ქცეული იმპერატორის – მარკუს ავრელიუსის ვაჟის – კომოდუსის (161-192 წლები) მმართველობის ჟამს რომის უზარმაზარ იმპერიაში იყიდებოდა ყველაფერი,რისი გაყიდვაც კი იყო შესაძლებელი. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ პერიოდში გამეფებული მექრთამეობის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს კომოდუსის თრაკიული წარმომავლობის მქონე ფავორიტი და მისი ნდობით აღჭურვილი,ყოფილი მონა – მარკუს ავრელიუს კლეანდროსი,რომელმაც მარტო ერთ წელიწადში 25-ჯერ გაყიდა კონსულის თანამდებობა. ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ ასეთი ფაქტი არც მანამდე და არც მას შემდეგ რომის ისტორიაში არასოდეს არ დაფიქსირებულა. სახელმწიფო ჩინოვნიკები,რომლებსაც კლეანდროსის დიდი მხარდაჭერა გააჩნდათ,ძარცვავდნენ არა მხოლოდ სახელმწიფო ხაზინას,არამედ იმპერიის მოქალაქეებსაც. ნაძარცვს კი ისინი შემდგომ იმპერატორის ფავორიტს – კლეანდროსს უნაწილებდნენ. გარდა ამისა,ქრთამს ღრმად ჰქონდა ფესვი გადგმული რომის იმპერიის მართლმსაჯულების სისტემაშიც და ამის უამრავი მტკიცებულება მოიპოვება. კომოდუსის მმართველობის ჟამს,იმ დამნაშავეს,რომელიც განსაკუთრებული სიმდიდრით გამოირჩეოდა,ქრთამის გაღების შემთხვევაში თავისუფლად შეეძლო არა მხოლოდ თავად განთავისუფლებულიყო სისხლისსამართლებლივი პასუხისმგებლობისაგან და შეეცვალა მოსამართლის მიერ გამოტანილი სამართლიანი განაჩენი,არამედ სურვილის შემთხვევაში ძალუძდა იქით დაედანაშაულებინა და სამართალში მიეცა ბრალმდებლები,მოწმეები და თვით მოსამართლეც კი. – (ავტორი გენია.ჯი)