სოფია კოვალევსკაია – „ეპიზოდი”
იმისათვის,რომ მეცნიერული შრომა განეგრძო,ერთ-ერთი უდიდესი რუსი მათემატიკოსი და მექანიკოსი ქალი - სოფია კოვალევსკაია (1850-1891 წლები) იძულებული გახდა ფიქტიური ქორწინების აქტი გაეფორმებინა. (ავტორი გენია.ჯი) ამ იძულებითი ნაბიჯის მიზეზი გახლდათ ის გარემოება,რომ რუსეთის იმპერიაში მანდილოსნებს კატეგორიულად ეკრძალებოდათ მეცნიერებით დაკავება. ეგზომ ბანალური მოტივის გამო,სოფიას მამამ გადაწყვიტა საკუთარი ქალიშვილი უცხოეთში გაეგზავნა. თავის მხრივ კი,იმ პერიოდში რუსეთის იმპერიიდან უცხოეთში გამგზავრების ერთადერთ გზას – ქორწინების აქტის დადება წარმოადგენდა. და გაფორმდა კიდეც ფიქტიური ქორწინების აქტი. მოგვიანებით,სამშობლოდან გადახვეწილი დიდი მათემატიკოსის ფიქტიური ქორწინების აქტი რეალური ქორწინების აქტად გადაიქცა,რის შედეგადაც კოვალევსკაიამ გოგონა შვა. – (ავტორი გენია.ჯი)