ჭარხლის ბოსტნეული კულტურის შესახებ…
თანამედროვე პერიოდში არსებული ჯიჯლაყასებრთა ოჯახის ერთ,ორ ან მრავალწლოვან მცენარეთა გვარის წარმომადგენლის - ჭარხლის აბსოლუტურად ყველა სახეობა სათავეს „გარეული ჭარხლისაგან” იღებს. (ავტორი გენია.ჯი) ჩვ.წ.აღ-მდე მეორე ათასწლეულში ჭარხალი,რომლის სამშობლოდაც შორეული აღმოსავლეთი და ინდოეთია მიჩნეული,სპარსეთშიაც ცნობილი ბოსტნეული მცენარე იყო,თუმცა თავიანთი ცრუწრწმენების გამო სპარსელებს ჭარხალი,რბილად რომ ვთქვათ – არ უყვარდათ. ერთ-ერთი ვერსიით,მიზეზი ამისა გახლდათ ჭარხლის ერთობ მუქი წითელი – მუქი სისხლისფერი. ისინი ჭარხალს ჭორის,ჩხუბისა და დავი-დარაბის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ,რის გამოც მას საკვებად დიდი ხნის განმავლობაში არ მოიხმარდნენ. იმ შემთხვევაში,თუ ერთი მეზობელი მეორე მეზობელზე განაწყენდებოდა,ნიშნად წყენისა,ღამით იგი გამბრაზებელი მეზობლის ეზოში ჭარხალს აგდებდა. რამდენადაც დიდი იყო წყენა მეზობლის მიმართ,იმდენად დიდი ბოლქვისმონე ჭარხალს აგდებდა განაწყენებული მის ეზოში. სამაგიეროდ,ჭარხლისაგან უძველესი სპარსელები სხვადასხვა სახის სამკურნალო წამლებს ამზადებდნენ (ცნობილია ისიც,რომ თავის დროზე,ჭარხლის წვენს,როგორც ერთ-ერთ სამკურნალო საშუალებას გამოიყენებდნენ ისეთი სახელოვანი ადამიანები,როგორებიც გახლდნენ – ავიცენა, ჰიპოკრატე და პარაცელსი). სპარსეთის მსგავსად,ჭარხალს აყალ-მაყალის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ ძველ რომშიც,თუმცა ეს მათ ხელს არ უშლიდა იგი ფართოდ გამოეყენებინათ კულინარიაში. ჭარხალს სამკურნალო საშუალებად ასევე ფართოდ გამოიყენებდნენ ხმელთაშუა ზღვისპირეთშიც,სადაც ერთობ ფართოდ იყო იგი კულტივირებული. (ავტორი გენია.ჯი) ძველი ბერძნები სპარსელებისაგან განსხვავებით აღნიშნულ მცენარეს ძალიან აფასებდნენ. ელინელები ჭარხალს ერთმანეთს უძღვნიდნენ როგორც საჩუქარს მადლობის ნიშნად. გარდა ამისა,ჭარხლის ფოთლებით მორთული იყო მდიდარი ელინელების სასადილო მაგიდები.
საინტერესოა ის გარემოებაც,რომ თავდაპირველად მოსახლეობა ჭარხლის უნიკალური პროდუქტის მხოლოდ ფოთლებს მოიხმარდა საკვებად,ხოლო ბოლქვებს კი ძირითადად – სამედიცინო დანიშნულებისათვის იყენებდა. – (ავტორი გენია.ჯი)