ენდრიუ უაილზი – „ეპიზოდი”
გენიალურმა ბრიტანელმა მათემატიკოსმა და პრისტონის სახელგანთქმული უნივერსიტეტის პროფესორმა – სერ ენდრიუ ჯონ უაილზმა, XVII საუკუნის დიდი ფრანგი მათემატიკოსის – პიერ ფერმას დიდი თეორემის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში ყოფნის ჟამს მიიღო. (ავტორი გენია.ჯი) ათი წლის მოზარდში ფერმას დიდმა თეორემამ იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია,რომ მან სასკოლო წიგნების დახმარებით გადაწყვიტა თეორემის დამტკიცება. თუმცა უშედეგოდ… ამის შემდგომ უაილზმა კიდევ რამდენჯერმე სცადა ფერმას დიდი თეორემის დამტკიცება,მაგრამ კვლავაც წარუმატებელი გამოდგა მათემატიკოსის მცდელობები. მიუხედავად ამისა,მიზანსწრაფული უაილზი კვლავაც ჯიუტად განაგრძობდა იდუმალი გასაღების აღმოჩენას. და აი, დადგა 1986 წელი. სწორედ აღნიშნულ წელს დაიწყო ბრიტანელმა სწავლულმა ყველაზე სერიოზულად ფერმას ამოცანის ამოხსნა. ცნობილია,რომ უაილზი მთელი შვიდი წლის განმავლობაში ცხოვრობდა (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) ოთხ კედელში. და როდესაც დაასკვნა,რომ მისი შვიდწლიანი თავაუღებელი შრომა კვლავაც უშედეგოდ დასრულდა,ოთხ კედელში გამომწყვდეული მათემატიკოსი შემდგომი ერთი წლის განმავლობაში კვლავაც ჯიუტად განაგრძობდა ფერმას დიდი თეორემის დამტკიცებას და დაამტკიცა კიდეც… – (ავტორი გენია.ჯი)