ალექსანდრე ბუტლეროვი – „ეპიზოდი”
1837 წლის ერთ მშვენიერ დღეს,კერძო პანსიონის სარდაფში საშინელი აფეთქების ხმა გაისმა. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით პანსიონის ხელმძღვანელობამ დაადგინა,რომ სარდაფში პანსიონის ერთ-ერთ აღსაზრდელს,რომელიც იმ დროისათვის 9 წლის ასაკში იმყოფებოდა,საიდუმლოდ მოწყობილი ჰქონია პატარა ლაბორატორია,სადაც ქიმიურ ცდებს ატარებდა. პანსიონის განსრისხებულმა პედაგოგიურმა საბჭომ „ხულიგანი” აღსაზრდელის სამაგალითოდ დასჯა გადაწყვიტა: „ხულიგან” აღსაზრდელს აღმზრდელებმა კისერზე ჩამოჰკიდეს მუყაოსაგან დამზადებული დიდი დაფა შემდეგი წარწერით: „დიადი ქიმიკოსი” და ასეთი სახით შემოატარეს მთელი პანსიონი. ამის შემდეგ მოზარდს დიდი ხნის განმავლობაში იგდებდნენ აბუჩად და დასცინოდნენ. აღმზრდელებს წარმოდგენაც კი არ შეეძლოთ,თუ რის მიღწევას შესძლებდა მომავალში „პანსიონის შიდაგანაწესის დამრღვევი ხულიგანი” – ალექსანდრე ბუტლეროვი (1828-1886 წლები).
გავიდა წლები… ალექსანდრე ბუტლეროვის სახელმა მსოფლიოში საუკეთესო მეცნიერთა შორის დაიმკვიდრა ადგილი. მის სახელთან ასოცირდება ორგანული ნივთიერებების ქიმიური აგებულების თეორიის შექმნა და „ბუტლეროვის სკოლის”,ანუ რუსი ქიმიკოსების გაერთიანების ჩამოყალიბება. შესაბამისად,ალექსანდრე ბოტლეროვი მართლაც იქცა „დიად ქიმიკოსად”. – (ავტორი გენია.ჯი)