პოლ ლანჟევენი მეცნიერების სწრაფი ტემპით განვითარების შესახებ წერდა…
„ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე დიდი სიხარული განმიცდია: გამეგო სხვისი, მესწავლებინა და მემოქმედნა”. – ასე განაცხადა საკუთარი თავის შესახებ სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე მყოფმა დიდმა ფრანგმა ქიმიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ - პოლ ლანჟევენმა (1872-1946 წლები),რომლის სახელთანაც,ცნობისათვის,ასოცირდება დიამაგნეტიზმისა და პარამაგნეტიზმის თეორიების შექმნა. (ავტორი გენია.ჯი) ლანვეჟენმა,რომელიც ხშირად ამბობდა,რომ თავს მოვალედ რაცხდა საკუთარი ძალები მეცნიერების სამსახურსა და სამართლიანობის სამსახურს შორის გაენაწილებინა,მეცნიერების სწრაფი ტემპით განვითარების შესახებ შემდეგი მოსაზრება გამოთქვა:
„მეცნიერება იმდენად სწრაფად ვითარდება,რომ ყველა კლასიკური სახელმძღვანელო ძალიან მალე უიმედოდ მოძველებული აღმოჩნდება. მეცნიერებს სულ უფრო და უფრო მეტი მოვალეობა ეკისრებათ – თვალყური ადევნონ მათ მიერ აღმოჩენილი საშუალებების პრაქტიკაში გამოყენებას. არც ერთი წმინდა მეცნიერული აღმოჩენა,როგორ აბსტრაქტულადაც არ უნდა გამოიყურებოდეს,არ დარჩება ისე,რომ ადრე თუ გვიან არ ჰპოვოს გამოყენება. მეცნიერების შემოქმედთა უმთავრესი და უნიშვნელოვანესი ამოცანაა – მიაღწიონ,რომ მეცნიერების მონაპოვარი კაცობრიობის საზიანოდ არ გამოიყენებოდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)