ვენეციის რესპუბლიკა – „ეპიზოდი”
ცნობილი ფაქტია,რომ შუა საუკუნეების ერთ-ერთი იტალიური სახელმწიფო - ვენეციის რესპუბლიკა, ერთობ აქტიურად იყო ჩართული ჯვაროსნულ ლაშქრობებში. თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ ხმელთაშუა ზღვის ნაოსნობისა და ეკონომიკური საკითხების ლიდერი ქვეყნის ჩართულობა ზემოაღნიშნულ ისტორიულ პროცესში ფრიად თავისებური ხასიათის მატარებელ მოვლენას წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ვენეცია თავის მძლავრ საზღვაო ფლოტს ჯვაროსნების ტრანსპორტირებისთვის იყენებდა,თუმცა არა უსასყიდლოდ. იგი წილს იღებდა იმ ნაძარცვი ქონებიდან,რასაც შემდგომში ჯვაროსნები მოიხვეჭდნენ მათ მიერ დაპყრობილ ქვეყნებსა თუ რეგიონებში. ცნობილი ფაქტია ისიც,რომ პირველ სამ ჯვაროსნულ ლაშქრობაში ვენეციის რესპუბლიკის სახმელეთო არმია ფლოტისაგან განსხვავებით მონაწილეობას არ იღებდა. შესაბამისად,ვენეციელებს მხოლოდ და მხოლოდ ზღვებზე უხდებოდათ ბრძოლა და არა ხმელეთზე. სამ ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობის საფასურად ვენეციის რესპუბლიკას სხვა მინიჭებულ პრივილეგიებთან ერთად,იერუსალიმში ოფიციალურ მფლობელობაში გადაეცა ამ წმინდა ქალაქის ერთ-ერთი კვარტალი და ქალაქ ტიროსის თითქმის მესამედი ნაწილი. – (ავტორი გენია.ჯი)