ნიკოლოზ ნეკრასოვი – „ეპიზოდი”
დიდი რუსი პოეტი,მწერალი და დრამატურგი – ნიკოლოზ ნეკრასოვი (1821-1877 წლები) პროზას საწერ მაგიდასთან მჯდომი,ან დივანზე წამოწოლილი წერდა. (ავტორი გენია.ჯი) ლექსებს კი უმეტესწილად ოთახში მოსიარულე თხზავდა და თან ხმამაღლა ამბობდა. როდესაც რუსული ლიტერატურის კლასიკოსი მთელ ლექსს დაამთავრებდა,პირველსავე ხელში მოხვედრილ ქაღალდზე დაწერდა ხოლმე. ამის შემდგომ,თავის ლექსებს ნეკრასოვი მცირეოდენ შესწორებას უკეთებდა. თუ დიდ ლექსს თხზავდა,მთელი საათობით დადიოდა ოთახში და ხმამაღლა,გაბმულად ამბობდა,დასასვენებლად დივანზე მიწვებოდა,მაგრამ არ ჩუმდებოდა,ისევ ადგებოდა და სიარულს განაგრძობდა. ნეკრასოვს შეეძლო ზეპირად ეთქვა ყოველი თავისი ლექსი,როდინდელი შეთხზულიც არ უნდა ყოფილიყო იგი. ლიტერატორი ისე იტყოდა ლექსს,რომ ერთ სტროფსაც არ გამოტოვებდა მასში,თითქოს ხელნაწერს კითხულობსო. იმ ფენომენალური მეხსიერების შესახებ,რომლითაც დაჯილდოებული იყო ნიკოლოზი,მოგვიანებით ასაკში შესულმა ლიტერატორმა შემდეგი სახის ჩანაწერი გააკეთა დღიურში: „კარგი მეხსიერება მთელი სიცოცხლის მანძილზე წარმოადგენდა ჩემს ერთ-ერთ უდიდეს ღირსებას. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ შემეძლო ნიძლავზე წამეკითხა ათასობით ლექსი,დაწერილი ჩემს მიერ,მთელი სიცოცხლის მანძილზე”. – (ავტორი გენია.ჯი)