ჯეკ ლონდონი – „ასე ემართება ადამიანს,როცა პირისპირ რჩება ღმერთთან”
„ბუნება ათასგვარ ხერხს ხმარობს,რომ როგორმე დაარწმუნოს ადამიანი,მოკვდავი ხარო,გინდაც,აი,ეს გამუდმებული ზღვის მოქცევა და უკუქცევა,ქარიშხლის მძვინვარება,მიწისძვრის ზარი,თუ ზეციური არტილერიის ჭაქა-ქუხილი,მაგრამ ყოველსა და ყველაფერზე საზარელი და თავზარდამცემი უდრტვინველი თეთრი მდუმარებაა. ირგვლივ არაფერი იძვრის,ცა სპილენძივით კრიალებს,დაჩურჩულებაც კი მკრეხელობაა,ადამიანს გამბედაობა ეკარგება და საკუთარი ხმაც კი აშინებს.
მკვდარი სამყაროს იდუმალ სივრცეებში სიცოცხლის ერთადერთი ნიშანწყალი უმწეო მოგზაურია. უსასრულო მდუმარებაში იგი გრძნობს თავის კადნიერებას და შიშისაგან ცახცახებს,იცის,რომ აქ მატლივით პატარა და უსუსურია.
ძალაუნებურად უცნაური ფიქრები აღეძვრის ამ დროს კაცს. სამყაროს საიდუმლოება გამჟღავნებას ლამობს. ადამიანს იპყრობს შიში სიკვდილის,ღმერთისა და ქვეყნიერების წინაშე,მაგრამ მკვდრეთით აღდგომისა და სიცოცხლის იმედი მაინც აქვს. ხოლო მოსვენებას არ აძლევს დატყვევებული არსებობის ამაო ლტოლვა თავისუფლებისაკენ და ნაღვლობს უკვდავებაზე, – ასე ემართება ადამიანს,როცა პირისპირ რჩება ღმერთთან”. – (ავტორი გენია.ჯი)