ჯეიმზ ჯოისი – „ეპიზოდი”

„ – ადამიანისათვის სამშობლოა უპირველესი სალოცავი. ჯერ ირლანდია,სტივი. მერე შეგიძლია იყო,რაც გინდა,გინდა პოეტი და გინდა მისტიკოსი”.

- მერე და იცი,რა არის ეგ შენი ირლანდია? ირლანდიაა ბებერი დედაღორი,თავისივე გოჭებს რომ თქვლეფავს”. – ეს დიალოგი,რომელიც აღებულია ერთ-ერთი ლიტერატურული ნაწარმოებიდან,ნათლად ასახავს ავტორის დამოკიდებულებას იმ ირლანდიის მიმართ,რომელიც ავტორისავე სამშობლოს წარმოადგენდა. გასაოცარი მეხსიერებისა და ერუდუციის მქონე ირლანდიელმა მწერალმა და პოეტმა – ჯეიმზ ჯოისმა (1882-1941 წლები) ჯერ კიდევ თექვსმეტი წლის ასაკში სპეციალურად შეისწავლა ნორვეგიული ენა,რათა ორიგინალში წაეკითხა გენიალური ნორვეგიელი დრამატურგის – ჰენრიკ იბსენის ლიტერატურული ქმნილებები და შემდეგ,თავისი შთაბეჭდილებები ავტორისათვის ნორვეგიულ ენაზე მიეწერა; (ავტორი გენია.ჯი) ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ ასეთი მაგალითი ჯოისის ბიოგრაფიაში ოცდაორია კიდევ. ირლანდიელმა მწერალმა ოცდაორი უცხო ენა შეისწავლა თავისი სიცოცხლის განმავლობაში და ამის ფონზე თითქმის წარმოუდგენელიც კია ის გარემოება,რომ იგი არ ფლობდა მშობლიურ – ირლანდიულ ენას,ისევე როგორც მისი მშობლები არ ფლობდნენ ირლანდიულს. უილიამ შექსპირის მოძულე ლიტერატორს სძულდა ირლანდია და შესაბამისად,სძულდა ირლანდიული ენაც. ამას ადასტურებს მისი რომანის – „მკვდრები”-ს ერთ-ერთი გმირის – გაბრიელ კონროის სიტყვები – „ჩემი მშობლიური ენა არაა ირლანდიულიო”. ჯოისს მშობლიური ენის შესწავლა არასოდეს უცდია, და ამასთანავე,არც არასოდეს – უნანია,რომ ის არ შეუსწავლია. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>