ოთარ ჩხეიძის ნააზრევი…
„პოპულარობა პირობითი მოვლენაა. მერყევია. თავნებაა. ცრუ არის და ღალატიანი. როდის წამოგეწევა და დაგამშვენებს, როდის გაგეცლება და როგორ შეგმუსრავს,ვერ გამოერკვევი ისე ადვილად. მსუბუქია. მსუბუქი ვნებაა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი ადამიანია და სადაც არ უნდა იყოს,ადამიანი ადამიანია: კეთილია, ავია, უყვარს, სძულს, ღონიერია, უღონოა, მდაბალია, ანთუ სულით ამაღლებულია, სადაც უნდა იყოს ადამიანი, სადაც არ უნდა ბრძანდებოდეს, სოფელში იქნება თუ ქალაქში იქნება”.
* * *
„ამბობენ,უკეთესი მაინც თავისას გაიტანსო, და მართლაც გადარჩენილან უკეთესნი, საუკეთესონი გადარჩენილან თუ გადარჩენილან. ოღონდ ისიცაა,რო იშვიათნი არიან უკეთესნი, იშვიათნი არიან”.
* * *
„არასოდეს გვიან არ არის,რადგან არც ადრეა არასოდეს არაფერი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სოფელია. სოფელი სოფელია. ჭრელია სოფელიო. და მაინც სოფელი გონიერია. ეს სოფელია – წუთისოფელია. სოფელი სოფელია. გონიერია და ღონიერია. სოფელი ღონიერია,თუ კაცი გონიერიაო. კარგი ანდაზაა,კარგი”.