მუხრან მაჭავარიანი – „უდროოდ გარდაცვლილ მეგობრებს”

თამბაქოს კვამლით

მსურს სახენი ვაოტო თქვენი,

იგერიებენ როგორც ფუტკარს

მესკენი ფუტით;

ვერა და ვერა,

ვერ გიშორებთ,

კვლავ და კვლავ გხედავთ, -

გონების ჩემის

ვარ წინაშე რამეთუ სუსტი.

* * *

დღეს ვინც ფაფხურობს,

ვინც მიმოდის ახლა ჩემს გვერდით,

ბევრი მათგანი

ფრჩხილად არ ღირს მაგ თქვენი ფეხის…

ბიჭებო,

ჩემთვის უთქვენობა ისეა ძნელი,

ვით უჩემობა იქნებოდა

ამქვეყნად თქვენთვის.

* * *

გფარავდეთ იგი, -

ეს სამყარო რომელმან შეჰქმნა,

ყოვლის მხილველი მამაღმერთი,

უკლებლივ ყოვლის.

გისურვებთ კიდევ,

ვინც გიყვარდათ,

ვინც დაგრჩათ ქვეყნად, -

დიდხანს და დიდხანს

არ გეხილოთ

თქვენს გვერდში მწოლი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>