იცით თუ არა,რომ
1. იმას თუ,როგორ შეიცვალა დროთა განმავლობაში კათოლიკური ეკლესიის დამოკიდებულება დიდი იტალიელი ასტრონომის,ფიზიკოსისა და ფილოსოფოსის – გალილეო გალილეის მიმართ,ორ ფაქტს გაგაცნობთ: 1642 წელს რომის პაპის – ურბან VIII-ს უშუალო ინიციატივით, ერესში დადანაშაულებული სწავლული დაკრძალული იქნა საგვარეულო საძვალეში. გარდა ამისა,პონტიფიკოსისვე გადაწყვეტილებით,მეცნიერის საფლავზე გალილეოს ახლობლებს უფლება მიეცათ მისი ძეგლი დაედგათ; გალილეოს გარდაცვალებიდან 350 წლის გასვლის შემდგომ,რომის პაპმა იოანე-პავლე II-მ ოფიციალურად აღიარა გალილეო გალილეის მიმართ ინკვიზიციის მიერ დაშვებული სასტიკი შეცდომა (დანაშაული). – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. გენიალური ფრანგი იმპრესიონისტი მხატვარი – ედგარ დეგა ერთობ მძიმე ხასიათის მქონე ხელოვანი დახლდათ,რის გამოც იგი ადამიანებს ძალიან ძნელად ეთვისებოდა.
* * *
3. რადიოქატივობის საზომ ერთეულს 1910 წელს სოლვეის კონგრესზე „კიური” უწოდეს. ცნობისათვის,ასევე არსებობს რადიოქტივობის საზომი შედარებით დიდი და მცირე ერთეულები. მაგალითად – კილოკიური, მეგაკიური, მოლიკიური და მიკროკიური.
* * *
4. დიდმა ფრანგმა ფერმწერმა – პოლ გოგენმა მატროსებისათვის განკუთვნილ საროსკიპოში „შესცოდა პირველად”.
* * *
5. ქრისტიანული რელიგიის მსგავსად,ბუდისტურ რელიგიასაც გააჩნია თავისი მცნებები. თუმცა იმავე ქრისტიანებისაგან განსხვავებით,მათ ათის ნაცვლად ხუთი მცნება გააჩნიათ: არა კაც კლა, არ მოიპარო, არ იმრუშო, არ თქვა ტყუილი და არ დალიო ღვინო. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. დიდი ბრიტანეთის სამხედრო-ფლოტში მომსახურე პერსონალისთვის ბოტანიკოსებმა სპეციალურად გამოიყვანეს ლობიოს ერთ-ერთი სახეობა,რომელსაც – „Navy bean” ანუ – „საფლოტო ლობიო” უწოდეს.
* * *
7. მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში,რადიუმის აღმომჩენმა გენიალურმა ფრანგმა მეცნიერმა – პიერ კიურიმ დაახლოებით 120 სამეცნირო შრომა გამოაქვეყნა. მათ შორის სამოცზე მეტი პიერს შესრულებული ჰქონდა მეუღლესთან,პოლონური წარმომავლობის მქონე ასევე გენიალურ ფრანგ ფიზიკოსთან და ქიმიკოსთან – მარი სკლოდოვსკა-კიურისთან ერთად.
* * *
8. 1668 წელს დაფუძნებული შვედეთის ცენტრალური ბანკი – „რიკსბანკი”, ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო ბანკია მსოფლიოში.
* * *
9. დღესდღეობით მეცნიერებს 160 000 სახეობის პეპელა აქვთ აღწერილი. თუმცა,მათი ვარაუდით,ბუნებაში კიდევ ათი ათასობით ისეთი პეპელა ბინადრობს,რომლებიც ადამიანის თვალს ჯერ არ უხილავს.
* * *
10. აცტეკების უზარმაზარმა და საყოველთაოდ ცნობილმა იმპერიამ ერთ საუკუნეზე ნაკლები ხნის განმავლობაში (1429-1521 წლები) იარსება. – (ავტორი გენია.ჯი)