პოლ გოგენი – „სასიამოვნო ქვეყანა ყოფილა, თქვენმა გაზრდამ, ეს დანია!”

„სასიამოვნო ქვეყანა ყოფილა, თქვენმა გაზრდამ, ეს დანია! დანიელები საზიზღარი ბურჟუები, რეაქციონერები და შოვინისტები არიან. გარეგნული ფორმების მიმართ მონურად ერთგულთ, მოჩვენებითი სიკეთე და ფარისევლობაც ახასიათებთ. „სასინჯი დაწინდვის სისტემა” ხომ მათში ძალიან მიღებულია – რაც „ყოველგვარ ცოდვას მალავს”, – სამაგიეროდ, ქორწინების გარეშე კავშირი ციხით ისჯება. ამას გარდა, გემოვნების ნატამალი არ გააჩნიათ. შეუძლიათ, ვთქვათ, ავეჯი – ჭეშმარიტად მაღალმხატვრული ნაკეთები – „ორიოდ ფრანკად ღირებული ძონძებით” დაფარონ. მუზეუმებში რემბრანდტის სურათებს ობი ეკიდება, ფეხის შემდგმელი კი არავინ არის. დანიელები ეკლესიებში ოჯახებით სიარულს არჩევენ, „იქ მათ ბიბლიას უკითხავენ და სული და გული უხევდებათ”. თავიანთი თანამემამულის – ტორვალდსენის მუზეუმი გაუხსნიათ. საზიზღარი მუზეუმია… „ვნახე, რაც იქ გამოეფინათ, კარგადაც ვნახე და თავბრუ დამეხვა. ბერძნული მითოლოგია რომ სკანდინავიურად გადაიქცევა, კიდევ ერთი გარეცხვის შემდეგ კი – პროტესტანტულად. ვენერები თვალებს ხრიან და ნოტიო თეთრეულში მორცხვად ეხვევიან. ნიმფები კი ჯიგას ცეკვავენ. დიახ, დიახ, ბატონებო, სწორედ ჯიგას – აბა, მათს ფეხებს დააკვირდით. დანიელ მხატვრებს შორის ყველაზე თამამნი თანამედროვეობის უდიდეს ფერმწერად – ჯუზეპე დე ნიტისსა და ჟიულ ბასტიენ-ლეპაჟას მიიჩნევენ, რომლებსაც თურმე „იმპრესიონისტთა საქმე დაუსრულებიათ”

ბალაგანია, აბა, რა არის!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>