რა უწინასწარმეტყველა ტურგენევმა გოგოლის ლიტერატურულ შემოქმედებას?

როგორც ცნობილია,გამოჩენილი რუსი მწერალი,პოეტი და დრამატურგი - ივანე ტურგენევი (1818-1883 წლები) თავის თანამედროვე თანამემამულეთა შორის ყველაზე უკეთესად იცნობდა საზღვარგარეთული ლიტერატურის გენიალურ ნაწარმოებებს,რომლებიც ლიტერატორს დედანში ჰქონდა წაკითხული. (ავტორი გენია.ჯი)

„ – დიახ, რუსეთი ცივილიზაციის მხრივ ძალიან ჩამორჩა ევროპას. განა ჩვენში დაიბადებიან ისეთი დიდი ტალანტები,როგორებიც დანტე ალიგიერი და უილიამ შექსპირია?” – ჰკითხა ერთ-ერთი დიალოგის დროს ტურგენევმა სახელგანთქმულ რუს პოეტსა და მწერალს – ნიკოლოზ ნეკრასოვს.

- არც ჩვენთვის უწყენინებია ღმერთს,ტურგენევ, – შენიშნა ნეკრასოვმა. – რუსებისათვის ნიკოლოზ გოგოლი – შექსპირია.

ტურგენევს ნეკრასოვის პასუხმა ღიმილი მოჰგვარა:

- მეტისმეტი მოგდის,საყვარელო მეგობარო! უდიდესი განსხვავება უნდა წარმოიდგინო. შექსპირს უკვე რამდენიმე საუკუნეა დედამიწის ზურგზე ყველა განათლებული ერი კითხულობს და მუდამაც წაიკითხავენ. ესენი მსოფლიო მწერლები არიან,გოგოლს კი მხოლოდ რუსები წაიკითხავენ, და ისიც მარტო რამდენიმე ათასი კაცი,ხოლო ევროპა მის არსებობასაც კი ვერ გაიგებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>