პოლ გოგენის შესახებ…
„საკვირველია,ქორწინება რაოდენ სიხარულს მოუტანს ხოლმე ადამიანებს: ზოგს ღუპავს, ზოგსაც თვითმკვლელობას აიძულებსო,” – თავის დროზე წერდა თავადვე უიღბლო ქორწინებით განაწამები გენიალური ფრანგი პოსტიმპრესიონისტი მხატვარი – პოლ გოგენი (1848-1903 წლები). (ავტორი გენია.ჯი) 1873 წელს ახალგაზრდა დანიელ გოგონაზე – მეტე-სოფი გადიზე დაქორწინებული გოგენის ერთ-ერთ „თავისტკივილს” თავისი მეუღლის განსაკუთრებულ დონეზე აყვანილი პატივმოყვარეობა წარმოადგენდა. თუმცა ხელოვანს ყველაზე მეტად მაინც შემდეგი გარემოება უშხამავდა ყოფას: მეტეს საშინლად სძულდა სახვითი ხელოვნება,რაც არა ერთხელ აღუნიშნავს კიდეც გესლიანად ქმართან: „მეზიზღება ეს ფერწერა!”
მას შემდეგ,რაც გოგენი ფინანსურ ბირჟას ჩამოსცილდა და თავი სრულად მიუძღვნა სახვითი ხელოვნების ჯადოსნურ სამყაროს,ოჯახის შემოსავლებმა ძალიან იკლო. ამ გარემოებამ ფრიად უარყოფითად იმოქმედა ფუფუნების მოყვარულ ამპარტავან ქალბატონზე. გოგენის ოჯახში წარმოქმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა მეტე იმდენადაც კი გამოიყვანა ერთ დღეს წყობიდან,რომ მან პოლს ეგოისტი და უგულო ეძახა. „კიდევ კარგი,ბავშვები მყავს! ერთადერთი ნუგეში ბავშვებია,ცხოვრებაში სხვა მიზანი აღარ მაქვს. მე დედა უფრო ვარ,ვიდრე ცოლი!” – ცუდი დეტალია,თუმც სინამდვილეა მეტეს მიერ ქმრისთვის ნათქვამი ეს სიტყვები. თავის მხრივ,ცოლის კაპრიზებს ქმარიც გამოჰყავდა ხოლმე მდგომარეობიდან. ამიტომაც უთხრა ერთ მშვენიერ დღეს გოგენმა მეტეს – „შენთვის მე მხოლოდ მეწველი ძროხა ვარო”. (ავტორი გენია.ჯი) კონიაკისა და თამბაქოს მოყვარულ „ბაიყუშს” (ასე მოიხსენიებდნენ გოგენს რიგი კოლეგებისა),მეუღლის მხიარული და ხუმრობის მოყვარული ხასიათისაგან განსხვავებით – სერიოზული ხასიათი გააჩნდა. ეს კი თავის მხრივ,სიცილის მოყვარულ მეტეს მოთმინებას აკარგვინებდა. გარდა ამისა,ქმარი უხეში და უჟმურიც იყო. საღამოობით,როცა მეტეს მეგობრები ეწვეოდნენ,ერთ-ორ სიტყვას ზრდილობის გამო ცივად იტყოდა და თავის ოთახს მიაშურებდა. ერთხელაც,ასე თავისთვის რომ შეიკეტა,რამდენიმე წუთის შემდეგ ღამის პერანგიანი დაბრუნდა უკან და ასე,თითქოს არაფერი მომხდარაო,მთელი ოთახი გაიარა,რათა საჭირო წიგნია აეღო,მანდილოსნებს კი მხოლოდ ეს უთხრა – „ყურადღებას ნუ მომაქცევთო”.
დანიაში,მეტეს ოჯახში დაბინავებული სიძე იმთავითვე შეიძულა ფულისა და მაღალი სოციალური მდგომარეობის მოყვარულმა ცოლოურმა. გოგენს განსაკუთრებით მეუღლის ოჯახის ქალები მტრობდნენ. ის ქალები,რომლებიც დიდ სიამოვნებას იღებდნენ უცხოელი სიძის დამცირებით. სიდედრი – კერპი,გულცივი და უფლებისმოყვარული დედაკაცი გამუდმებით იკბინებოდა,ცოლისდებიც – განსაკუთრებით „მათი ოჯახის სიამაყე” – ინგებორგი, – შემთხვევას არ გაუშვებდა ხელიდან,თუკი გოგენის წყენინება იყო შესაძლებელი. დიდი ხანი უყრუებდა ყურს „გაღლეტილი” ფრანგი სიძე,თუმცა მის მიმართ გამოჩენილმა ზიზღმა იგი საბოლოოდ მაინც გახადა იძულებული ცოლ-შვილი კოპენჰაგენში დაეტოვებინა,თავად კი იქაურობას გასცლოდა. გოგენს გულს ყველაზე მეტად ის უმძიმებდა,რომ მეტეს ოჯახში,სადაც მხატვარმა თავისი შვილები დატოვა,იმის გამო,რომ მამას განსაკუთრებით უყვარდა შვიდწლინახევრის – ალინა და ექვსი წლის კლოვისი,რომლებიც ძალიან წაგავდნენ მამას, – მეტეს ოჯახს არ უყვარდა…
სწორედ მაშინ,საყვარელი ცოლ-შვილის დატოვების ჟამს წარმოთქვა პოლ გოგენმა თავისი უკვდავი სიტყვები: „მე ისევ მარტოდმარტო ვარ!”
მეტე და პოლ გოგენი ერთმანეთს განშორდნენ… – (ავტორი გენია.ჯი)
პოლ გოგენი და მეტე