როგორ მუშაობდა სინამდვილეში ალექსანდრე დიუმა თავის უკვდავ რომანებზე?
ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად,გენიალური ფრანგი მწერალი და ყველაზე კითხვადი ფრანგი ავტორი - ალექსანდრე დიუმა „უფროსი” (1802-1870 წლები),თავისი უკანასკნელი რომანების დაწერას სხვებს – „პატარა ლიტერატორებს” ავალებდა და თვითონ მხოლოდ რედაქტორობდა მათ. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,თუ როგორ ქმნიდა სინამდვილეში დიდი ლიტერატორი თავის უკვდავ ლიტერატურულ ქმნილებებს,დიუმას ერთ-ერთი მდივნის (რომელსაც,ცნობისათვის,ალექსანდრე სასტიკად,ისე როგორც ლაქიას ექცეოდა) მოგონებებიდან ვგებულობთ: „მე მქონდა ბედნიერება მეხილა,როგორ ქმნიდა თავის რომანებს. ქალაქგარეთ მდებარე სახლში დიდი კაბინეტი აქვს. იგი ხან ბოლთასა სცემს,ხან თურქულ დივანზე წევს,ხან ჰამაკში ქანაობს და ისე კარნახობს,თანაც ისე ჩქარა,რომ ძლივს ასწრებს ჩაწერას. მე ვნახე ხელნაწერი,იქ არაფრის გარჩევა არ შეიძლება,სიტყვების ნაცვლად რაღაც ნიშნებია დასმული. ერთ ფურცელს რომ შეავსებს მდივანი,მას მეორე მდივანს უგდებს მაგიდაზე,ის კი გადაწერს და ნიშნებს სიტყვებად აქცევს. მუსიე დიუმამ თავისი მდივნები ლამის დააოსოს… თვითონს ადრე დგება და თორმეტ საათამდე ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს: კარნახობს და კარნახობს. ისაუზმებენ და ისევ სამუშაოს უსხდებიან ექვს საათამდე. საოცარია,როგორ უძლებს მოსიე დიუმას ჯანმრთელობა,ის ხომ ყოველდღე კომპანიასთან სადილობს,შემდეგ თეატრში მიდის,მერე გათენებამდე ვახშმობს, საოცარი ადამიანია!” – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის,ალექსანდრე დიუმა თავის მდივნებს ფულს თაბახების მიხედვით არ უხდიდა. როცა რომანი გამოვიდოდა,დიუმა მაგიდის უჯრას გამოაღებდა და რამდენიც მოხვდებოდა ხელში,ამოიღებდა. თუ მსხვილი დასტა იყო,ხომ ბედი ეცემოდა მიმღებს. თუ წვრილი ფული ერგოთ,მდივნები კრინტსაც არ სძრავდნენ და არ იტყოდნენ – ცოტააო. „ასე რომ არ ებნია ფულები,შეეძლო მილიონერი გამხდარიყოო”, – შენიშნავდა გენიალური ფრანგი ლიტერატორის შესახებ მისი ერთ-ერთი მდივანი. – (ავტორი გენია.ჯი)