სამხრეთ კორეა – „ეპიზოდი”
აღმოსავლეთ აზიაში განთავსებულ ქვეყანაში – კორეის რესპუბლიკაში,იგივე – სამხრეთ კორეაში,სტატუსი – „ლიცენზირებული მასაჟისტისა” მხოლოდ და მხოლოდ თვალში სინათლე დაშრეტილ ადამიანებს ენიჭებათ და შესაბამისად,ლიცენზირებული მასაჟის ჩატარების უფლებაც,კანონის ძალით,სწორედ მათ გააჩნიათ. (ავტორი გენია.ჯი) იმ შემთხვევაში,თუ რომელიმე მოქალაქე აღნიშნულ კანონს დაარღვევს,დამნაშავეს ფულადი ჯარიმის გადახდა უწევს. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა,სამხრეთ კორეული სასამართლო მაინც არ ჩქარობს ზემოაღნიშნული კანონის გაუქმებას. იმ კანონისა,რომელიც ცნობისათვის,იაპონელი ოკუპანტების მიერ 1913 წელს იქნა მიღებული კორეაში,რათა ამ გზით შესაძლებლობა მისცემოდათ ბრმებს არსებობისათვის აუცილებელი შემოსავალი თავიანთი შრომით მიეღოთ. – (ავტორი გენია.ჯი)