ალექსანდრე ივანოვი – „ეპიზოდი”
სახელგანთქმული რუსი მხატვრისა და აკადემიკოსის – ალექსანდრე ივანოვის (1806-1858 წლები) ბიოგრაფების ცნობების თანახმად,აკადემიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი ხელოვანი ძალიან უკარება პიროვნება ყოფილა. (ავტორი გენია.ჯი) ამას ხელს უწყობდა ივანოვის უჩვეულო ფობიაც იმისა,რომ თითქოს მხატვარს მოწამვლას უპირებდნენ. სწორედ ამ უჩვეულო ფობიის გამოისობით ყიდულობდა იგი სანოვაგეს ქალაქის სხვადასხვა დუქნებში და არასოდეს ერთსა და იმავე დუქანში. ივანოვი იმდენად იყო მოწამვლის შიშით დაზაფრული,რომ სასმელი წყლის მოტანასაც კი არავის ანდობდა და თავად ეზიდებოდა წყალს უახლოესი შადრევნიდან. ასეთი უჩვეულო ფობიით იყო შეპყრობილი მუდამდღე გაცვეთილი ტანსაცმლით შემოსილი ნაღვლიანი სახის მოქნე დიდი მხატვარი. – (ავტორი გენია.ჯი)