ნიკოლოზ ნეკრასოვი – „ეპიზოდი”
გამოჩენილი რუსი პოეტი,მწერალი და დრამატურგი – ნიკოლოზ ნეკრასოვი (1821-1877 წლები) ლიტერატურული დებიუტის ჟამს პეტერბურგში უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობდა,რაც თავადაც არა ერთხელ მოუგონებია იუმორის გრძნობით აღსავსეს. (ავტორი გენია.ჯი) პეტერბურგში ჩასვლის პირველ ხანებში ნეკრასოვს ერთი კვირის განმავლობაში ცარიელ ოთახში მოუხდა ცხოვრება,რადგან დიასახლისმა,რაკი მდგმურის გაძევება გადაწყვიტა,მისი შინ არ ყოფნით ისარგებლა და ოთახიდან აბსოლუტურად ყველა ნივთი გაიტანა. შესაბამისად,ნიკოლოზი იძულებული გახდა ღამით,იატაკზე დაწოლილს თავქვეშ ბალიშის ნაცვლად,პალტო ამოედო. წერის დროს კი,ნეკრასოვი ფანჯრის რაფასთან მუხლებზე მდგომი რომ დაიღლებოდა,იატაკზე დაწოლილი განაგრძობდა წერას. სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ აიძულა რუსი ლიტერატორი ნაღველით აღსავსე სიტყვები წარმოეთქვა – „ყველაფერი მძულს ცხოვრებაში და, რაც მთავარია,მძულს ჩემი თავიო”. – (ავტორი გენია.ჯი)- (ავტორი გენია.ჯი)