მუხრან მაჭავარიანი – „ქალი?!”

ქალი?! -

მიყვარს,

მიყვარს ქალი.

ღვინოც,

ოღონდ არა ქარხნის.

პურიც,

ოღონდ არა ფურნის.

პური – თორნის,

ღვინო – ჭურის,

ქალი -

მსგავსი გაზაფხულის.

კომენტარის დატოვება