ცეცეს შესახებ…
აფრიკის კონტინენტის სუბტროპიკულ და ტროპიკულ რეგიონებში გავრცელებული ბუზი – ცეცე (ცნობისათვის,სულ ბუნებაში ცეცეს 21 ქვესახეობა ბინადრობს), ერთ-ერთი ყველაზე საშიში წარმომადგენელია ნამდვილი ბუზების ოჯახის წარმომადგენელთა შორის. (ავტორი გენია.ჯი) ამ დაუნდობელი მწერების (როგორც მდედრების,ასევე მამრების) უმთავრესი კვების რაციონი დიდი ზომის მქონე გარეული ცხოველების (გარკვეულ შემთხვევებში ადამიანების) სისხლისაგან შედგება. ცეცეს მდედრი ეგზემპლარები უმეტესწილად ცხოველების სისხლით იკვებებიან,ხოლო მამრები კი ადამიანის სისხლით. ისინი იმდენად სისსხლისმსმელები არიან,რომ ფაქტიურად,თავს ესხმიან ყველას და ყველაფერს,რაც კი სითბოს გამოყოფს. მათ შორის ისეთ ობიექტსაც კი,როგორიც გახლავთ ძრავაჩართული – ავტომობილი. საინტერესოა ის გარემოება,რომ ერთადერთი ცოცხალი არსება,რომელსაც ბუზი ცეცე თავს არ ესხმის და ერიდება – ზებრაა. მიზეზი იმისა,თუ რატომ არიდებს ეს სისხლით გაუმაძღარი ბუზები თავს ზებრებისაგან თავდასხმას,მეცნიერებისათვის დღემდე დაუდგენელია. ვარაუდობენ,რომ ასეთი უჩვეულო მოვლენის მიზეზი ზებრების სხეულზე დატანილი შავ-თეთრი ზოლებია. უკვე 150 წელიწადია ადამიანი ცდილობს შექმნას ისეთი საშუალება,რომელიც ამ დაუნდობელი მწერების წინააღმდეგ საბრძოლველად იქნება გამოსადეგი,თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ. – (ავტორი გენია.ჯი)